საზოგადოება
მასწავლებლები გამოცდებს ახალი სქემის მიხედვით ჩააბარებენ
განათლების მინისტრის თქმით, ახალი სქემა პედაგოგების მიერ ბარიერის გადალახვას უკავშირდება. მან ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

"ერთადერთი განსხვავებაა - გამოცდას ბარიერი არ აქვს. დაემატა მეორე მიმართულება. ეს არის პროფესიული უნარების გამოცდა, რაც არის, ფაქტობრივად, ალტერნატივა, რომელიც შეუძლია ჩააბაროს. თუ პროფესიული უნარების გამოცდას ჩააბარებს, უკვე საგნობრივი ტრენინგი მოუწევს... მერე ისევ შიდა სასკოლო დაკვირვება. მესამე სცენარი არის, როდესაც პედაგოგი ორივე გამოცდას აბარებს და ეს პროცესი კიდევ უფრო მარტივი ხდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პირველ ორ წელიწადში თუ პედაგოგების 25%-მა გადალახა ბარიერი, შემდეგ ორ წელიწადში კიდევ უფრო მეტი შეძლებს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

Print