საზოგადოება
31 იანვარს მთელ საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
31 იანვარს, საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილში, ძლიერი ყინვა იქნება. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ჰაერის ტემპერატურა -5-დან -25 გრადუსამდე დაეცემა.”დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა შესაძლოა -5, ზოგან -10, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -13, -16, მთიან რაიონებში -15, -18, მაღალმთაში -22, -25, დედაქალაქში -6, -8 გრადუსამდე დაეცეს. სუბტროპიკულ ზონაში ძლიერმა აცივებამ შესაძლებელია ციტრუსოვანი, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავების დაზიანება გამოიწვიოს”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

Print