საზოგადოება
9 თებერვალს მატარებლები დასავლეთის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ
გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 9 თებერვალს სამგზავრო მატარებლები დასავლეთის მიმართულებით არ იმოძრავებენ, სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით, მატარებლების მოძრაობის შეჩერება არ იგეგმება და ისინი ჩვეულ რეჟიმში იმოძრავებენ.

9 თებერვალს მატარებლების მოძრაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდა, სავარაუდო მიზეზად კი ბუკნარიდან დენდროლოგიურ პარკში მაგნოლიის ხის ტრანსპორტირება სახელდებოდა.

Print