საზოგადოება
მთავრობის წევრები სტუდენტებთან ერთად ევროპაში უვიზოდ მიემგზავრებიან
მთავრობის წევრები უახლოეს დღეებში წარმატებულ სტუდენტებთან ერთად საბერძნეთში უვიზოდ გაემგზავრებიან, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საბერძნეთში ვიზიტის შემდეგ ისინი ევროპული პოლიტიკის დედაქალაქში, ბრიუსელში წავლენ, სადაც არაფორმალურ შეხვედრებს უმაღლესი თანამდებობის პირებთან გამართავენ.

"დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დასაწყისი და საშუალება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, რომ კოორდინაცია ევროპელ კოლეგებთან შედგეს და ეს კარი გაიღოს”, - აღნიშნა დოლიძემ.

ცნობისთვის, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა, წინააღმდეგ 66 წავიდა, 28 დეპუტატმა კი თავი შეიკავა. საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უვიზოდ მარტის ბოლოდან შეეძლებათ. 

ამავე თემაზე: 

ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
Print