საზოგადოება
სკოლის მოსწავლეები ელექტრონული სახელმძღვანელოებითაც ისწავლიან
განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმ ცვლილებების შესახებ განაცხადა, რომელიც მომავალი წლიდან სკოლებში განხორციელდება. მისი თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელოები წიგნების ალტერნატივა იქნება.

წელს პირველად გვექნება ელექტრონული სახელმძღვანელოები... იქნება ქაღალდის წიგნებიც და ელექტრონულიც. მაგალითად, სახლში მოსწავლე ქაღალდის სახელმძღვანელოთი იმუშავებს, სკოლაში ელექტრონულს წაიღებს”, - აღნიშნა ჯეჯელავამ.

მინისტრის განმარტებით, მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების ჩანთები შემსუბუქდება, რადგან ყველა სახელმძღვანელოს ტარება აუცილებელი არ იქნება. ამასთან, წიგნები წონის სტანდარტის შესაბამისი უნდა იყოს, რაც ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე შეთანხმებულია.



Print