საზოგადოება
"საქართველოს ცემენტის ასოციაცია" კონკურენტუნარიანი ინდუსტრიის შექმნას გეგმავს
"საქართველოს ცემენტის ასოციაციის" რეგისტრაცია ოფიციალურად დასრულდა. მისი დამფუძნებელი წევრები არიან კომპანია ჰაიდელბერგცემენტი და კავკაზ ცემენტი/GBG. სურვილის შემთხვევაში, ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადგილობრივი მწარმოებელი, რომელიც წევრობისთვის საჭირო კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს.

სტატუსის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს ცემენტის ასოციაციის წევრთა პროდუქციის ტესტირება რეგულარულად განხორციელდება. მისი მიზანია მომხმარებელთა დაცვა, რაც გულისხმობს ცემენტის ყველა მწარმოებლისა და მომხმარებლის ინფორმირებას იმის შესახებ, თუ რა ზეგავლენას ახდენს ცემენტის ხარისხი მშენებლობის უსაფთხოებაზე. ასევე, საქართველოში კონკურენტუნარიანი, ეკონომიკურად მდგრადი ცემენტის ინდუსტრიისა და ცნობადი ხარისხის ნიშნის შექმნა.

საქართველოს ცემენტის ასოციაციის პრეზიდენტი პოლ როძიანკოა, ხოლო აღმასრულებელ დირექტორად ირაკლი მახარობლიძე დაინიშნა.

R
Print