საზოგადოება
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ჯვრის თაყვანისცემას აღნიშნავს

მართლმადიდებელ ეკლესიებში ჯვრის თაყვანისცემის დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა შესრულდება. საკურთხევლიდან სასულიერო პირები

ყვავილებით შემკულ ჯვარს გამოაბრძანებენ, რომლის ტაძარში დაბრძანების შემდეგ მრევლი სამჯერ მეტანიას შეასრულებს. 

პატიოსნისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის თაყვანისცემას მართლმადიდებელი ეკლესია დიდმარხვის შუა პერიოდში აღნიშნავს.

 

 

Print