რუბრიკები
Telegram-მა ISIS-ს პროპაგანდის არხები დაუბლოკა
მესინჯერმა Telegram-მა, რომელიც სოციალური ქსელი ВКонтакте-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის შექმნილია, განაცხადა, რომ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 78 არხი დაბლოკა. „ჩვენ ავღელდით, როცა გავიგეთ, რომ ISIS-ი თავისი პროპაგანდის გასავრცელებლად Telegram-ის საჯარო არხებს იყენებს“, - ნათქვამია კომპანიის საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ISIS-ის „ოფიციალური არხის“ ხელმომწერების რიცხვი 5 დღეში გაორმაგდა და 9 ათასს მიაღწია. საერთო ჯამში 12 ენაზე მოქმედი არხი არსებობდა და ყველა მათგანი დაბლოკილია. გარდა ამისა, დაიხურა ISIS-ის მომხრეების პერსონალური ანგარიშებიც. სოციალური ქსელები, ISIS-თვის ახალი მომხრეების შეძენის ძირითადი ინსტრუმენტია. დასაწყისში ბოევიკები Twitter-ით სარგებლობდნენ, თუმცა მალე იქ ანგარიშების დაბლოკვა დაიწყეს და ამიტომ ბოლო დროს ტერორისტები სულ უფრო ხშირად Telegram-ს იყენებდნენ, რომელიც საშუალებას იძლევა შეტყობინება შეუზღუდავი რაოდენობის ადამიანებს გაუგზავნო.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / აპრილი 2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 1 იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით, სხვადასხვა საზოგადოებრივი კვების ობიექტის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკებში 971 ადმინისტრაციული
24 / აპრილი 2024
ხუთშაბათს, 25 აპრილს 17:00 საათზე, ზუგდიდში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფი "აგენტების' კანონთან დაკავშირებით მოქალაქებს შეხვდება, მოგვიანებით კი, იუსტიციის სახლიდან საპროტესტო მსვლელობაც დაიძრება.
24 / აპრილი 2024
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით, 2023 წელს სამეგრელოსა და სხვა რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისთვის საჭირო პროცესის დარღვევები გამოვლინდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 22 °C
img
სოხუმი 19 °C
img
ფოთი 22 °C
img
მესტია 8 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.