რუბრიკები
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური სპეციალურ მიმართვას ავრცელებს
ქალაქ ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახური პირუტყვის მესაკუთრეებს  თხოვნით მიმართავს, ნუ დატოვებენ  მსხვილფეხა პირუტყვს მეთვალყურეობის გარეშე. "სწორი მოქალაქეობრივი პოზიცია და კანონმორჩილება თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა. მოგმართავთ თხოვნით - თუ ქუჩაში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, უმეთვალყურეო საქონელს წააწყდით, გთხოვთ დარეკოთ : 591 44 53 38", - ნათქვამია მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მიმდინარე თვეს, (1.11.2015 - 20.11.2015) გამოვლენილ და დაჯარიმებულ იქნა 14 მსხვილფეხა საქონლის მეპატრონე,  აქედან განმეორებით  დაჯარიმდა 6 ადამიანი.  
Print