პოლიტიკა
NDI-ს გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) მიმდინარე წლის ნოემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 13% მიიჩნევს, რომ საქართველო ძირითადად, სწორი მიმართულებით ვითარდება, 31%-მა კი კითხვაზე პასუხი საერთოდ არ იცის; 17% მიიჩნევს, რომ ძირითადად, არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18%-ის აზრით, საქართველო ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, კვლევის სამუშაოები მიმდინარე წლის 17 ნოემბრიდან 7 დეკემბერის ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით ქართულენოვან მოსახლეობაში პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობით შერჩევის საფუძველზე 1881 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი პლიუს-მინუს 1,8%-ია.

Print