პოლიტიკა
საახალწლოდ 238 პატიმარი შეიწყალეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ განკარგულებას.
დღეს გამართულ ბრიფინგზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 14 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით შეწყალების კომისიამ სულ 1452 პირის საქმე განიხილა.

„დღესვე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დატოვებს სულ 172 მსჯავრდებული, მათ შორის 11 ქალი და 2 არასრულწლოვანი. დანარჩენ 66 მსჯავრდებულს შეწყალების აქტით დარჩენილი სასჯელი შეუმცირდათ“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება უკვე გადაეგზავნა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს.


Print