პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მთავარი თემა ტერორიზმთან ბრძოლა და თანამედროვე გამოწვევებია.

საქართველოს პრემიერ- მინისტრს მიუნხენში უკვე ჰქონდა შეხვედრები ბულგარეთის პრეზიდენტთან, მონტენეგროს პრემიერ-მინისტრსა და ასევე ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან.

შეხვედრის ძირითადი თემა ორმხრივი ურთიერთობები და ევროინტეგრაცია იყო.

გიორგი კვირიკაშვილმა ევროკომისარ ფედერიკა მოგერინთან საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პოლიტიკურ გადაწყვეტაზე ისაუბრა.

Print