პოლიტიკა
სანდრო ბრეგაძე: "ხიდაშელი აღარ იქნება პოსტზე, "რესპუბლიკელები" კი მთავრობას დატოვებენ"
დიასპორის სახელმწიფოს მინისტრის ყოფილი მოადგილე სანდრო ბრეგაძე ამტკიცებს, რომ "რესპუბლიკური პარტია" მალე მთავრობაში აღარ იქნება. ბრეგაძე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს სამარცხვინოს უწოდებს და მის გადაყენებასაც პროგნოზირებს.

ამის შესახებ მინისტრის ყოფილი მოადგილის "ფეისბუქის" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ:

"არასოდეს არაფერი ტყუილად არ მითქვამს და დანაპირები ყოველთვის შემისრულებია. გპირდებით, რომ ჩვენი ზეწოლის შედეგად უახლოეს 1-2 კვირაში საქართველოს პარლამენტი დაიწყებს საკონსტიტუციო შესწორების განხილვას, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების ყველა მცდელობა. ასევე, გაძლევთ პირობას, რომ თავდაცვის სამარცხვინო მინისტრი თინათინ ხიდაშელი აღარ იქნება თავდაცვის მინისტრი, ხოლო "რესპუბლიკელები" დატოვებენ მთავრობას. შეგიძლიათ დაიმახსოვროთ ჩემი ეს დანაპირები, რაც ზემოთ დავწერე ამას 100% გარანტიით გპირდებით!!!!!!!!!", - წერს ბრეგაძე.

შეგახსენებთ, რომ სანდრო ბრეგაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. მისი მტკიცებით, მინისტრმა ხიდაშელმა პრემიერს მისი გადაყენება მოსთხოვა.
Print