პოლიტიკა
რაზე ისაუბრეს პრემიერმა და სალომე ზურაბიშვილმა (ვიდეო)
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციების კომიტეტის ირანის ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ინფორმაციით,სალომე ზურაბიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ" კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით, საქართველოს მოქალაქეს, უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად აღარ უნდა შეუწყდეს, როგორც ამას დღეს ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს.


Print