პოლიტიკა
ევროკომისარი საქართველოს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს
ევროკომისარი მიგრაციის საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსი, საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ მან განცხადება პრემიერ-მინისტრთან  შეხვედრისას გააკეთა.

“საქართველომ, რომელმაც სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ყველა წინაპირობა შეასრულა, საუკეთესო მაგალითი მისცა რეგიონის ქვეყნებს და განაგრძობს წარმატებულ სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - განმარტა ევროკომისარმა.

მხარეებმა ისაუბრეს ევროკომისიის ანგარიშის შესახებ, რომელშიც საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები პოზიტიურად არის შეფასებული, ასევე, განიხილეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების იმპლემენტაციის პროცესი.

პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესი წარმატებით დასრულდება და უახლოეს თვეებში, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.

Print