ჟან-კლოდ იუნკერი: საქართველოს და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს განვიხილავთ
ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა საქართველოსა და
უკრაინისთის სავიზო რეჟიმის
გაუქმების საკითხზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ
სესიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის
საბჭო უახლოეს კვირებში განიხილავენ.
მისი თქმით,უკრაინამ და საქართველომ ევროკომისიის დადებითი დასკვნა
მიიღეს. "ვიმედოვნებ, რომ ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ამ
საკითხს დადებითად გადაწყვეტს".
ევროკომისიამ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ
საკანონმდებლო ინიციტივა მარტის დასაწყისში წარადგინა. უკრაინა კი ჯერ
საკანონმდებლო წინადადების წარდგენას ელის.
რამდენიმე დღის წინ ჟან-კლოდ იუნკერმა იმედი გამოთქვა, რომ
ევროკომისია უკრაინასთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ საკანონმდებლო
ინიციტივას აპრილის ბოლომდე წარადგენს.
მასალის გამოყენების პირობები