პოლიტიკა
კონგრესმენი რასელი ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი სტივ რასელი ბიძინა ივანიშვილის ანგარიშების გაყინვას მოითხოვს. მან კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სხდომაზე საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს "პუტინის მოკავშირე" უწოდა და აღნიშნა, რომ ის ზეგავლენას ახდენს პოლიტიკურ პროცესებზე საქართველოში.

„რუსეთი ჩვეული გეგმის მიხედვით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, იმ იმედით, რომ საქართველოს დედაქალაქში პრორუსული ხელისუფლება იქნება. მთავარი მოქმედი პირი ამ პოლიტიკურ პროცესში ვლადიმერ პუტინის ახლო მოკავშირე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილია. მისი მიზანი საარჩევნო პროცესში ჩარევაა, ხმების ყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების დასჯის გზით. ასევე მისი მიზანია, ქვეყნის ადმინისტრაციული და პოლიტიკური რესურსების გამოყენებით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენა. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების პრეზიდენტს დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო პროცესის მონიტორინიგის თვალსაზრისით. მოვუწოდებთ შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტროსა და დასავლურ ბანკებს, გაყინონ ივანიშვილის ანგარიშები,“- განაცხადა რასელმა.

იგი ასევე მიმართავს დასავლელ ჟურნალისტებს, არჩევნებამდე დარჩენილ თვეებს დააკვირდნენ, გამოიძიონ და გააშუქონ მიმდინარე მოვლენები საქართველოში.
Print