პოლიტიკა
აზიის განვითარების ბანკი მთავრობის გეგმებს მხარდაჭერას უცხადებს
აზიის განვითარების ბანკი(ADB) საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას მხარდაჭერას უცხადებს, - ამის შესახებ აღმასრულებელმა დირექტორებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან  შეხვედრაზე განაცხადეს.

აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, დაეხმარონ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის როლის გაძლიერებას, ისე - პროფესიული განათლების სისტემის რეფორმირების კუთხით.

პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ADB საქართველოს მხარს უჭერს ინფრასტრუქტურული საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ასევე დამტკიცებული აქვს საბიუჯეტო მხარდაჭერის სამწლიანი პროგრამა და ახორციელებს ტექნიკური დახმარების სხვადასხვა პროგრამებს.

აზიის განვითარების ბანკის 7 აღმასრულებელი და ალტერნატიული დირექტორი საქართველოში სამდღიანი ვიზიტით იმყოფება.
Print