პოლიტიკა
თურქეთში განათლების მუშაკებს ქვეყნის დატოვება აეკრძალათ
უმაღლესი  განათლების საკითხებში თურქეთის საბჭომ ადგილობრივ მასწავლებლებსა და მეცნიერ მუშაკებს, ქვეყნიდან გასვლა ოფიციალურად აუკრძალა.

გარდა ამისა, საბჭომ ქვეყნიდან გასული და საზღვარგარეთ მომუშავე სპეციალისტების თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ განათლების სფეროში მომუშავე 15 ათასამდე ადამიანი, რეჯებ ტაიპ ერდოღანის პოლიტიკის მიმართ არასაკმარისად ლოიალური დამოკიდებულების გამო გაათავისუფლეს. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მოითხოვა თანამდებობობები უნივერსიტეტის 1,5 ათას დეკანს დაეტოვებინა.

მსგავსი ბრალდებით, საერთო ჯამში დაკავებული და გათავისუფლებულია 45 ათასი ადამიანი. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ყველა დაკავებული და სამსახურიდან დათხოვილი ადამიანი აშშ-ში მცხოვრებ ოპოზიციონერ მუსლიმ ღვთისმსახურს, ფეთჰულა გიულენს უჭერს მხარს. ანკარა მას ამბოხის ორგანიზატორად ასახელებს და ვაშინგტონისგან მის ექსტრადირებას ითხოვს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს უარყოფს.
Print