პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი : "ქართული ოცნება", როგორც უალტერნატივო ძალა, გაიმარჯვებს
„ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, როგორც დღეს უალტერნატივო ძალა, რომელსაც ქვეყნის სწორი გზით განვითარება შეუძლია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, მოსახლეობას მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარდგენისას განუცხადა.

მან მოსახლეობას მხარდაჭერის თხოვნით მიმართა და აღნიშნა, რომ რეალური პოლიტიკით, რეალური ნაბიჯებით ქვეყნის წინსვლასა და გაძლიერებას მიაღწევს.

„ჩვენ ყველამ ერთად, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, 2012 წელს გავიმარჯვეთ! დავასრულეთ ძალადობა და ერთად მოვიპოვეთ თავისუფლება! დღესაც ერთად, სწრაფი განვითარებით უნდა მივაღწიოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ოჯახების, ჩვენი ახალგაზრდების, ჩვენი მშობლების თაობის, ჩვენი შვილების კეთილდღეობას! “, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

Print