პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი სამეგრელოში ვიზიტის შესახებ
ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში მედიასთან შეხვედრის დროს სამეგრელოს სტუმართმოყვარეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, სამეგრელოში მიტინგზე მოსული ხალხიც კი პოზიტიურად შეხვდა.

„არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას, თუ რა თბილად მიგვიღეს სამეგრელოში. ძალიან კარგად აჩვენეს თავიანთი ისტორია და ძველი სტუმართ-მოყვარეობა მეგრელებმა. განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვა იმას, რომ წინასწარ მოამზადეს ხალხი, რომლებსაც სურდათ, რომ რაღაც შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინათ. რომ გამოვედით, ქუჩაში სადაც ჟურნალისტებს ვაძლევდით ინტერვიუს, აი ის ხალხიც კი ვინც იქ საყვირლად მოიყვანეს, მე მგონი, რომ ძალიან ვაჟკაცური შეძახილები გააკეთეს. ისეთი, როგორც მიტინგზეა. მე მგონი, რომ პოზიტიურად შეგვხვდა ეს ხალხიც კი და არ შემიძლია ამას ხაზი არ გავუსვა. მინდა მადლობა გადავუხადო მეგრელებს ესეთი დიდი კულტურისა და სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც მე ვიგრძენი სამეგრელოში, ზუგდიდში ყოფნის დროს”, - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.
Print