პოლიტიკა
შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია დანიშნა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე განკარგულება მან დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.

ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზად უფლებამოსილების ვადის ამოწურვა სახელდება.


Print