პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ყრილობას იანვრის თვეში გამართავს
პარტიის პოლიტსაბჭოზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართება 20 იანვარს  და მას 7000 დელეგატი დაესწრება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განუცხადა.

ამასთან, მან სხვა დეტალების დაკონრეტებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"მიხეილ სააკაშვილი არის ამ პარტიის დამფუძნებელი და მას უკავშირდება ამ პარტიის წარმატება, ძალიან დიდი ისტორია, თუმცა იმ არანორამლურ ვითარებაში, რაც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, სააკაშვილი ვერ იქნება პარტიის თავმჯდომარე. საქართველოს კანონდებლობის მიხედვით, საკითხი არის ახლა ასეთი - პარტიამ აირჩიოს, თუ არ აირჩიოს ახალი თავმჯდომარე, ამა და სხვა გადაწყვეტილებებს მიიღებს ყრილობა. დაველოდოთ ყრილობას“.
Print