პოლიტიკა
ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს
უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის სიას წარადგენენ, რათა ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაამტკიცონ.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია 6 წევრისგან დაკომპლექტდება. ესენი არიან - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.

Print