მურთაზ ზოდელავა: ზუგდიდის მერიაში დანაშაულის ადგილი არ არის დალუქული (ვიდეო)
10:06 / 17.09.2018
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისს შენობაში ნაციონალური მოძრაობის
წევრები და მათი მხარდამჭერები
იმყოფებიან. ენმ-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარის მურთაზ ზოდელავას თქმით, მათ აინტერესებდათ იყო თუ არა
მერიაში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარებული და მერის კაბინეტი
დალუქული. მას მერიის შენობა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თენგიზ
შანავამ დაათვალიერებინა.
"აქ თურმე არანაირი საგამოძიებო მოქმედებები არ გატარებულა და არც
მერის კაბინეტია დალუქული, სადაც მიმდინარეობდა ქრთამის აღება. ამ
დანაშაულისთვის უნდა დაეკავებინათ ყოფილი მერი და ვიცე-მერი, თუმცა
ვხედავთ, რომ მხოლოდ ბიზნესმენის დაცვის უფროსი დააკავეს", - თქვა
ზოდელავამ.
მანამდე, მერიის შენობაში სავარაუდოდ, მმართველი პარტიის მომხრეები
ენმ-ს წარმომადგენლებს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათ
ადმინისტრაციულ შენობაში ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების ყოფნა
გააპროტესტეს.
მასალის გამოყენების პირობები