მსოფლიო
ავსტრალიას სურს, რესპუბლიკად იქცეს
ავსტრალიის ყველა შტატისა და ტერიტორიის ლიდერმა ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლის თანახმად ქვეყანა საპარლამენტო მონარქიიდან რესპუბლიკად გარდაიქმნება.

ერთადერთი, ვინც აღნიშნულ დოკუმნეტს ხელი არ მოაწერა, დასვალეთ ავსტრალიის შტატის ხელმძღვანელი კოლინ ბარნეტია. მისი აზრით, ავსტრალია მომავალში უნდა იქცეს რესპუბლიკად, თუმცა ამის დრო ჯერ არ დამდგარა.

პეტიციას ორგანიზება ავსტრალიის "რესპუბლიკურმა მოძრაობამ" გაუწია, რომელსაც სურს, რომ კონსიტუციური ცვლილებების შედეგად დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელიზაბეტ მეორე ავსტრალიის მმართველად არ მოიხსენიებოდეს.

"ბი ბი სი" - ს ცნობით, 1999 წლის რეფერენდუმზე ავსტრალიელები ქვეყნის რესპუბლიკად გარდაქმნის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

ამჟამად ავსტრალიის ოფიციალურ მმართველად დედოფალი ელიზაბეტ მეორე ითვლება, რომელსაც გენერალ-გუბერნატორი წარმოადგენს.
Print