მსოფლიო
თურქეთმა ანკარის ტერაქტში ქურთები დაადანაშაულა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ "სახალხო თავდაცვის რაზმის" და "ქურდისტანის სახალხო პარტიის" წევრი სირიელი ქურთები ანკარაში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდა ამისა, თურქეთის პრემიერ - მინისტრმა ტერაქტზე პასუხისმგებლობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის რეჟიმს დააკისრა, რომელიც მხარს უჭერს სირიელ ქურთებს.

დავუთოღლუს სიტყვებით, ანკარაში აფეთქებასთან დაკავშირებით, დაკავებულია 9 ადამიანი. მოგვიანებით, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯებ ტაეპ ერდოღანმა, 14 ადამიანის დაკავების შესახებ გააკეთა განცხადება.

სირიელი ქურთები ტერაქტთან კავშირს უარყოფენ.
Print