მსოფლიო
ევროკავშირი - თურქეთის სამიტი: ევროპა მიგრანტებისთვის ბალკანეთის მარშრუტს გადაკეტავს
ევროპული კავშირისა და თურქეთის ლიდერები ბრიუსელში რიგგარეშე სამიტზე შეიკრიბებიან.
ბი ბი სი-ს ინფორმაციით, ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ "უახლოეს დროში ისინი "ბალკანეთის მარშრუტს" გადაკეტავენ, რათა ბოლო მოეღოს მიგრანტებთან დაკავშირებული ქაოსს, რომელიც ევროპაში დაძაბულობას იწვევს.

ევროკავშირის ლიდერები იმედს გამოთქვამენ, რომ ისინი თურქეთის პრემიერ - მინისტრს აჰმეტ დავუთოღლუს საბერძნეთში თავმოყრილი ათასობით მიგრანტის თურქეთში დეპორტაციაზე დაიყოლიებენ.

ევროკავშირი, რომელიც აღიარებს მიგრანტებთან დაკავშირებულ მიმდინარე კრიზისს – ყველაზე მძიმეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, პირობას დებს, რომ ქვეყანაში მიგრანტების განთავსების სანაცვლოდ, თურქეთს სამ მილიარდ ევროს გამოუყოფს, რათა ევროპაში მათი ნაკადი შემცირდეს.

Print