მსოფლიო
ინდოეთში ესტაკადის ჩამონგრევას 10 ადამიანი შეეწირა
ინდოეთის ქალაქ კოლკატაში საავტომობილო ესტაკადის ჩამოშლის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. ადგლობრივი პოლიციის მონაცემებით, არიან დაჭრილები, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია.

150-მდე ადამიანი ესტაკადის ნანგრევებშია მოქცეული. ესტაკადა ინტენსიური საავტომობილო მიმოსვლის დროს ჩამოინგრა.

კატასტროფის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

"სი - ენ - ენ" - ის ინფორმაციით, ესტაკადა დაუსრულებელი იყო, მისი მშენებლობა 2009 წლიდან დაიწყო, თუმცა, ჩაბარების ვადები უკვე რამდენჯერმე გადაიდო.

Print