მსოფლიო
ერდოანმა 1915 წელს დაღუპული სომხების ნათესავებს მიუსამძიმრა
რეჯებ ტაიპ ერდოანმა სტამბულის სომხურ ეკლესიას წერილით მიმართა, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთში პატივს მიაგებენ კონსტანტინოპოლში დაღუპული ოსმალელი სომხების ხსოვნას და მათი ნათესავების მწუხარებას იზიარებენ.
ამასთან, თურქეთის პრეზიდენტმა ყველას მოუწოდა, რომ "არ მოხდეს ისტორიის პოლიტიზირება,სიძულვილის რიტორიკის გამოყენებით".
ერდოანმა აღნიშნა, რომ თურქ და სომეხ ხალხებს საერთო ისტორია და ტრადიციები აქვთ.

უფრო ადრე, ერევანში სომხების მასობრივი მკვლელობების მორიგი წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ღონისძიებები გაიმართა. სომხეთში მასობრივ მკვლელობას გენოციდად აფასებენ. ამ პოზიციას ოფიციალურად იზიარებენ არგენტინა, კანადა, საფრანგეთი, იტალია, რუსეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.
"ბი - ბი - სი"- ის ინფორმაციით, თურქეთი ამას კატეგორიულად არ ეთანხმება და უკიდურესად უარყოფითად რეაგირებს ნებისმიერ განცხადებაზე ამ საკითხთან დაკავშირებით, რომელშიც ნახსენებია სიტყვა "გენოციდი". ისტორიკოსების მონაცემებით,პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში მილიონ ნახევარი სომეხი მოკლეს.
Print