მსოფლიო
ალეპოში ზავი 48 საათით გაგრძელდა
სირიის სახელისუფლებო არმიის უმაღლესი სარდლობის განაცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ძალაში 10 მაისს, ღამის პირველ საათზე შევიდა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, მოლაპარაკებების საკითხებზე მომუშავე უმაღლესი კომიტეტის წევრმა ბასმა კოდმანიმ განაცხადა, რომ სირიაში რუსულ - ამერიკული ძალისხმევის შედეგად მიღწეული შეთანხმება, შესაძლოა, ჟენევის დისკუსიების დაბრუნების წინაპირობად იქცეს.

მისი თქმით, მოლაპარაკებების მხარდამჭერი მხარეები 17 მაისს, შვეიცარიაში გამართავენ შეხვედრას. ვაშინგტონმა - მოკავშირეებთან, ხოლო მოსკოვმა დამასკოსთან ურთიერთქმედება აიღო თავის თავზე.
Print