მსოფლიო
წყალდიდობას დასავლეთ ევროპაში მსხვერპლი მოჰყვა

გერმანიასა და საფრანგეთში ძლიერი წყალდიდობაა.

ევრონიუსის ინფორმაციით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მდინარე სენას წყლის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ქალაქ ნემურიდან ევაკუირებულია 3.000 ადამიანი. სამაშველო სამუშაოებში ჩართულია 50 მყვინთავი, 25 კატერი და 6 შვეულმფრენი.
ხუთშაბათს, პარიზის აუსტერლიცის სადგურის რაიონში, წყლის დონემ 5 მეტრს გადააჭარბა. წყალდიდობის პიკს პარასკევს ვარაუდობენ, როდესაც, სენას დონემ შესაძლოა,5,8 – 6 მეტრს მიაღწიოს.
გერმანიის სამხრეთით, ბავარიაში, სტიქიამ, ყველაზე ცოტა, 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რამდენიმე ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათ მაშველები ეძებენ.
დასავლეთ ევროპის ზოგიერთ რაიონებში წყალმა უკან დაიხია. გერმანიის მთავრობა დაზარალებულებს ზარალს აუნაზღაურებს.

 

Print