მსოფლიო
შოტლანდია ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას ვეტოს დაადებს
შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა განაცხადა, რომ ქვეყნის პარლამნეტმა შესაძლოა, ვეტო დაადოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას.

„ბი ბი სი“ - თვის მიცემულ ინტერვიუში, მან განაცხადა, რომ შოტლანდიის პარლამენტმა ოფიციალურად უნდა მისცეს თანხმობა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას და, რომ ის მოუწოდებს პარლამენტარებს, მხარი არ დაუჭირონ ამ საკითხს.

შოტლანდიელ ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ევროკავშირის შემადგენლობაში დარჩენას მისცა ხმა.

სტერჯენის თქმით, მას სურს თავისი ხალხი «ბრექსითის» ნეგატიური გავლენისგან დაიცვას.



Print