მსოფლიო
გერმანია: თავდასხმა მატარებლის მგზავრებზე
მამაკაცი,რომელიც ბავარიაში მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა, ლიკვიდირებულია. ინფორმაციას გერმანიის პოლიცია ადასტურებს. ინცინდენტის შედეგად, ყველაზე ნაკლები, სამი ადამიანი დაიჭრა, მათგან ერთი - შედარებით მსუბუქად, კიდევ 14 - შოკის მდგომარეობაშია.

თავდასხმაში ეჭვმიტანილია 17 წლის ავღანელი, რომელიც ქალაქ ოქსენფურტში ცხოვრობდა, წერს www.bbc. სხვა მონაცემებით, ახალგაზრდა მამაკაცი, გერმანიაში ჩამოსული მიგრანტია.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის იარაღები ნაჯახი და დანა იყო. მატარებლის გაჩერებისთანავე, დამნაშავე მიმალვას შეეცადა, თუმცა პოლიციამ მისი შეჩერება და განადგურება შეძლო.

ამ დროისათვის,ვერსბურგსა და ოქსენფურტს შორის მოძრაობა აღდგენილია.

Print