მსოფლიო
თურქეთი: ახალი რეპრესიები ჟურნალისტებისა და სამხედროების წინააღმდეგ
თურქეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტების და სამხედროების მიმართ მასშტაბური რეპრესიების შესახებ განაცხადა. ცნობილი გახდა, რომ დაიხურება 16 ტელეარხი, სამი საინფორმაციო სააგენტო, 23 რადიოსადგური, 45 გაზეთი და 29 გამომცემლობა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლები ამა თუ იმ გზით მხარს უჭერდნენ 16 ივლისის გადატრიალებას.

ამავე დღეს სტამბოლის პროკურატურამ გაზეთ Zaman - ში მომუშავე 47 ჟურნალისტის და მედიამენეჯერის, ხოლო გასულ ორშაბათს 42 ჟურნალისტის დაპატირმებაზე გასცა ორდერები.

გარდა ამისა, ოთხშაბათს თურქული არმიის 1684 სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაკეთდა განცხადება.
მათ შორის 87 გენერალი და 32 ადმირალი. შედეგად, პუტჩის შემდეგ, უმაღლეს სარდლობას თავისი შემდგენლობის 40 პროცენტი დააკლდა.

თურქეთის შსს-ს მონაცემებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საერთო ჯამში, 15 ათასი ადამიანია დაპატიმრებული.

Print