მსოფლიო
რუსეთმა გაეროს საგანგებო სხდომა მოიწვია
დღეს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა რუსეთის ინიციატივით გაიმართება. ამის მიზეზად გაეროში სირიის სპეციალური წარმომადგენლის სტაფან დე მისტურას განცხადება იქცა, რომლის თანახმად უახლოეს დროში, რუსეთისა და სირიის საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად, შესაძლოა, ლეპოს აღმოსავლეთი ნაწილი მთლიანად განადგურდეს.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, დე მისტურა ვიდეოჩართვაში მიიღებს მონაწილეობას. დიპლომატმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია, 900-მდე
ჯიჰადისტის განადგურების მიზნით, ბომბავს ალეპოს, სადაც 275 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მან ასევე წარსულში "ფრონტ ან-ნურსას" სახელწოდებით ცნობილ ჯიჰადისტურ დაჯგუფებას მოუწოდა, რაც შეიძლება სწრაფად დატოვონ ალეპო.


Print