მსოფლიო
ალეპოში დამკვირვებელთა მისიის შეყვანის საკითხი დღეს გადაწყდება
გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ალეპოში დამკვირვებელთა მისიის გაგზავნის შესახებ რეზოლუციის პროექტი წარმოადგინა. ამ დროისათვის, მთელს ქალაქს სირიის სამთავრობო არმია აკონტროლებს. საფრანგეთის მიერ შეტანილ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ „ალეპოს ათასობით მცხოვრებს, რომელიც ალყაში აღმოჩნდა, დახმარება და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა სჭირდება”.

რეზოლუციის პროექტი მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა, მას „შეუძლებელი და საშიში“ უწოდა“ და ვეტოს დადებით და კენჭისყრაზე ტექსტის საკუთარი ვარიანტის გამოტანით დაიმუქრა.

ოთხსაათიანი განხილვის შემდეგ, უსაფრთხოების საბჭოს წევრები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც თავიდანვე ტექსტის ფრანგულ რედაქციას ეფუძნებოდა. რეზოლუციის პროექტს კენჭს დღეს უყრიან.

აღმოსავლეთ ალეპოდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. უფლებადამცველი აქტივისტების ინფორმაციით, დაახლოებით 500 პირი, იდლიბში გაემგზავრა, თუმცა დანიშნულების ადგილზე ჩასულ მოქალაქეებს ამბოხებულებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ისინი უკან დაბრუნდნენ. მათ შორის არიან დაჭრილები, ბავშვები და ქალები.

Print