მსოფლიო
ანკარაში რუსეთის ელჩი თურქეთში მოკლეს
რუსეთის ელჩს თურქეთში, ანდრეი კარლოვს, ანკარაში თავს დაესხნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ დროს ესროლეს, როდესაც ის ფოტოგამოფენის გახსნაში ღებულობდა მონაწილოებას. რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაციით, ელჩი მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

თურქული ტელეარხების ინფორმაციით, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო კადრები, რომლებზეც ჩანს, რომ შავებში ჩაცმული ადამიანი კარლოვს ზურგიდან მიუახლოვდა, ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი ელჩს ესროლა. წინასწარი მონაცემებით, შეიარაღებული ადამიანი თანამედროვე ხელოვნების ცენტრში პოლიციელის მოწმობის წარდგენის შემდეგ მოხვდა. დაჭრილია კიდევ რამდენიმე პირი.

„ბი ბი სი“- ს ინფორმაციით, თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.


Print