სამართალი
წამების ფაქტზე ყოფილი პოლიციელი გიორგი სამუშია დააკავეს
საქართველოს პროკურატურის მიერ, წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ახალაია, გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი კალანდაძე, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა. ბრალდებულის სტატუსით დაკავებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი გიორგი სამუშია.

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ამ პირთა ორგანიზებით და უშუალო მონაწილეობით, 2012 წლის ივლისში, ქალაქ ზუგდიდში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს გალის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეს, რომლისგანაც წამების და მუქარის გზით მოითხოვდნენ არარსებული ტერაქტის მომზადების აღიარებას.

საქმეზე გამოძიება გრძელდება   საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ასევე მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Print