სამართალი
ზუგდიდში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია
ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია.

როგორც რადიო "ათინათს" შსს-ს პრესსამსახურიდან აცნობეს, 60 წლის ტაქსის მძღოლის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.

იმავე ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის აღძრული, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, "ათინათის" ინფორმაციით, მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე მოხდა, თუმცა სამინისტროში რადიოსთან შემთხვევის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
Print