სამართალი
მთავარი პროკურატურა: ვახტანგ ქირია სავარაუდოდ, მოკლულია"
მთავარმა პროკურატურამ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

როგორც მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილმა შემთხვევის ადგილზე ჟურნალისტებს განცუხადა, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი ვახტანგ ქირიასია.

რაც შეეხება სიკვდილის გარემოებებს, ამის შესახებ გაბიტაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, ქირია სავარაუდოდ, მოკლულია, თუმცა, მისივე თქმით, განცხადება მოგვიანებით გავრცელდება.

ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

თბილისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - ადგილზე შს მინისტრი და მთავარი პროკურორი მივიდნენ

პროკურორ ვახტანგ ქირიას მეოთხე დღეა, უშედეგოდ ეძებენ
Print