სამართალი
პროკურორის ოჯახი: "საქმეში კუჭავას გამოჩენამ სრულიად დაგვაბნია - გაურკვევლობაში ვართ"
პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ბრალდებული ბიძინა კუჭავას მეუღლის განცხადების შემდეგ პროკურორის ოჯახის წევრებმა პირველი კომენტარები გააკეთეს. 

ქირიას ძმა ელდარ ქირია აცხადებს, რომ „ფაქტები სულ სხვა რამეს ამბობენ“, თუმცა კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს. ვახტანგ ქირიას ძმის ცოლი რუსუდან პაჭკორია კი აღნიშნავს, რომ საქმეში ბიძინა კუჭავას გამოჩენა მოულოდნელი იყო, რამაც ოჯახის წევრები სრულიად დააბნია.

ქირიას ოჯახის გამოძიებისგან მკვლელობის მოტივის გასაჯაროებას და ჭეშმარიტების დადგენას ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ვახტანგ ქირია თბილისში მოკლული იპოვეს. მის მკვლელობაში ბრალდებული, ოფიციალური ინფორმაციით, მისი ნათესავი, ტელერადიო კომპანია "საქართველოს ხმის" მფლობელი ბიძინა კუჭავაა, რომელმაც, სამართალდამცველების ცნობით, თავი მოიკლა. კუჭავას ოჯახი აღნიშნულ ვერსიას გამორიცხავს.
Print