სამართალი
მამუკა კუჭავა: "ბიძინა კუჭავას სხეულზე დაზიანებები გამოძიების ვერსიაში უნდობლობას იწვევს"
ტელერადიო კომპანია "საქართველოს ხმის" დამძუნებლის ბიძინა კუჭავას ბიძაშვილის, "საქართველოს ხმის" დირექტორ მამუკა კუჭავას ინფორმაციით, ოჯახის წევრები არ იცნობდნენ იმ პირებს, რომლებიც გარდაცვალების დროს ბიძინა კუჭავა ავტომობილში იმყოფებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებს მამუკა კუჭავამ განუცხადა, აღნიშნული პირები გამოძიებამ უკვე დაკითხა, თუმცა ოჯახს მათთან კონტაქტი არ ჰქონია.

"ნატყვიარი რამდენი აქვს, არ ვიცი ზუსტად, თუმცა თავში აქვს ერთი გასროლა, ასევე სხეულს აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, ფეხის თითი აქვს მოჭრილი და მიკერებული. სწორედ ეს იწვევს გამოძიების ვერსიაში მთავარ უნდობლობას, რადგან ადამიანს ფეხი აქვს დაზიანებული და ამ კაცმა შემდეგ სიარული მოახერხოს, მანქანაში ჩაჯდეს, წავიდეს და თავი მოიკლას, რამდენად სარწმუნოა?", - განაცხადა მამუკა კუჭავამ.

შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, ბიძინა კუჭავამ პროკურორი ვახტანგ ქირია მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.
Print