სამართალი
მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

სასჯელის ზომა, ნაფიც მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლემ განსაზღვრა. განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ტაში მოყვა.

მაგდა პაპიძე მეუღლისა და შვილის მკვლელობის ბრალდებით 7 თვის წინ დააკავეს. მას ბრალი 109-ე მუხლით წაუყენეს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ნაფიცმა მსაჯულებმა მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ პაპიძეს გამამტყუნებელი ვერდიქტი ორი დღის წინ გამოუტანეს. თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება. 

პროკურატურა მისთვის უვადო პატიმრობის შეფარდებას, დაცვის მხარე კი სასჯელის მინიმალური ზომის გამოყენებას (16 წლიანი პატიმრობა) ითხოვდა.
Print