სამართალი
ტერაქტის საქმეზე ერთ-ერთმა დაკავებულმა პირმა შიმშილობა დაიწყო
ტერაქტის მომზადების საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ. საქალაქო სასამართლო მოტივირებულ გადაწყვეტილებას დღეს ადვოკატებს გადასცემს, რის შემდეგაც დაცვის მხარე სააპელაციოს მიმართავს.

პროტესტის ნიშნად, ერთ-ერთმა დაკავებულმა ვლადიმერ რუხაძემ სასამართლოს დადგენილების შემდეგ უვადო შიმშილობა დაიწყო. რუხაძის ადვოკატის ნინო მახარაძის შეფასებით, სასამართლოს პოზიცია და წინასწარი პატიმრობის შეფარდება იმდენად არაობიექტური ქმედებაა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გადაწყვიტა უვადო შიმშილობას მიმართოს, მანამ სანამ ადეკვატურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს საამართლო.

წაყენებულ ბრალს შვიდი დაკავებულიდან მხოლოდ ერთი, ბექა ბექაური აღიარებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საქართველოში ტერორისტული აქტის აღკვეთის შესახებ განაცხადა. გამოძებით დადგენილია, რომ დაკავებულთაგან ხუთს უშუალოდ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში ედება ბრალი .დანარჩენებს, მათ შორის საპატრულო პოლიციის მოქმედ თანამშრომელს, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ადანაშაულებენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ელექტრონული კომერცია საქართველოში სწრაფი ტემპებით ვითარდება.
თანამედროვე სამყაროში ჩვენი ყოველდღიური რუტინის გასაუმჯობესებლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკა შეუცვლელ როლს თამაშობს.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
18 / აპრილი 2024
ზუგდიდში პირველი საზოგადოებრივი ორგანიზაცია ასოციაცია "ათინათი", რომელიც 28 წლის განმავლობაში არაერთი მიმართულებით მუშაობს და მრავალფეროვან პროექტებს ახოციელებს, ე.წ. "აგენტების" კანონს ეწინააღმდეგება.
18 / აპრილი 2024
"აგენტების" კანონის წინააღმდეგ პროტესტის გამოსახატად ზუგდიდელები მერიასთან ისევ შეიკრიბნენ.
18 / აპრილი 2024
მაზაკვალი ანუ ქართულად მზაკვარი არის კუდიანი ქალი, რომელიც შეიარაღებულია თვალცემულობის ძალით და ცდილობს მოსპოს, გაანადგუროს ყველაფერი, რაც დაკავშირებულია სიკეთესთან, ბედნიერებასთან, სილამაზესთან და კმაყოფილებასთან.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 17 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.