სამართალი
ქუთაისში დიაკონის სახლიდან კანაფი და იარაღი ამოიღეს
ქუთაისში სასულიერო პირის სახლში ჩხრეკა განხორცილდა - კანაფის პირადი მოხმარების ფაქტზე. დიაკონმა, გიორგი ჯახუამ, "გირჩის" ოფისში ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, იგი კანაფს ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იყენებდა - ჰეპატიტის, დიაბეტისა და ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალოდ.  მან სამართალდამცავები უფლებამოსილების გადამეტებაში დაადანაშაულა.

პოლიციელებმა, 2 ძირ კანაფთან ერთად, ანტიკვარული, გამოუსადეგარი იარაღი წაიღეს, რომელსაც ბავშვები სათამაშოდ იყენებდნენ.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანასა ან კულტივირებას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთით ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ისჯება.
სასულიერო პირს "გირჩის" იურისტი დაიცავს.
Print