ახალი ამბები
20 ივნისის მოვლენებზე საკრებულოში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა ადამიამ პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. მათ 20-21 ივნისის თბილისის მოვლენების შეფასება სურდათ, რამაც უმრავლესობის დეპუტატების და დარბაზში მყოფების უკმაყოფილება გამოიწვია. 

„მე გუშინაც ვთქვი კომისიის სხდომაზე, რომ პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ვაპირებდი, მართლა მაინტერესებდა უმრავლესობის დეპუტატების აზრი, თუ რას ფიქრობენ 20 ივნისის მოვლენების შესახებ. დღეს დავინახე „ქართული ოცნების“ უნიჭო "პიარშიკების" მიერ დადგმული სცენები. ნაცვლად იმისა, რომ ყოფილიყო ინტელექტუალური პაექრობა, ააიპ-ებში გაფორმებული „ქართული ოცნების“ აქტივით ამივსეს დარბაზი, ვითომ აპროტესტებდნენ ჩემს გამოსვლას. ეს რომ აღვკვეთეთ, უკვე თვითონ გადმოვიდნენ აგრესიაზე. ხელისუფლების უპასუხისმგებლო წევრები სხედან საკრებულოს სხდომაზე. არ შეიძლება ასეთ ხელისუფლებას ვანდოთ მომავალი“, - ამბობს შელია.

რაც შეეხება პაატა ადამიას, მან აღნიშნა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე საკრებულოს წევრებს სიმართლის მოსმენა არ სურთ. ადამია ამბობს, რომ შს მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა.

„ყველამ კარგად იცის, თუ რა ხდება ქვეყნაში და რაც მოხდა 20 ივნისს, რაზეც პასუხისმგებლობა არ აიღეს ჩვენდა სამწუხაროდ. კობახიძე  გადადგა და ეს იყო მისი მოვალეობა. იმის შემდეგ, რაც მოხდა ღამით და დილის საათებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა. თუ მერაბიშვილი ციხეში ზის ნაკლები დანაშაულისთვის, როგორ შეიძლება გახარიამ საკუთარი დანაშაული გამოიძიოს და თავის თავის ციხეში ჩასვას. ეს არის ნონსენსი. ჩვენს საკრებულოს წევრებს არ უნდათ სიმართლის მოსმენა. თვითონ არიან ხელისუფლებებში და მიაჩნიათ, რომ ეს შვიდი წელიწადი ჩვენ ვუშლით ხელს“, - პაატა ადამია.

თავის მხრივ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ განმარტა, რომ ოპოზიციური პარტიის დეპუტატებს სიტყვით გამოსვლისას ხელი შეუშალეს, თუმცა მათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება შეძლეს.

ოპოზიციური პარტიის წევრების მიერ საკრებულოს სხდომის პროტესტის ნიშნად დატოვება და რუსთაველის გამზირზე მომხდარი მოვლენები უმრავლესობის დეპუტატებმა შეაფასეს. საკრებულოს წევრის ოთარ ქადარიას განმარტებით, არ არის საჭირო საკრებულოს სხდომაზე კლოუნადების მოწყობა. 

„კლოუნადებს აწყობთ საკრებულოში. ვის რაში სჭირდებით თქვენი ნაგავი ჯერ კიდევ არ აქვს ხალხს ჩამორეცხილი. შვიდი წელია, ვცდილობთ თქვენ მიერ დატოვებული ნაგავი გავიტანოთ საზოგადოების მეხსიერებიდან. სანამ აქციის დარბევა დაიწყებოდა, რა დირექტივებს იძლეოდა ის უდღეური იქიდან, უკრაინაშია თუ სადაცაა. თქვენ, რომ არ შეგეყვანათ შეცდომაში ახალგაზრდები, რომლებმაც ჯანსაღი პროტესტი გამოხატეს, თქვენ ლიდერებს რომ არ შეეყვანათ შეცდომაში, არცერთს არცერთი თვალი არ დაუზიანდებოდა და ამის შემდეგ უნამუსოდ გამოდიხართ და უსაფუძვლო განცახდებებს აკეთებთ“, - აღნიშნა ქადარიამ.

ირაკლი ლაგვილავას თქმით, მას სიგუას და კიტოვანის დრო გაახსენდა. მისივე განმარტებით, სწორედ ამ ორი ადამიანის ნარატივით სურთ „ქართული ოცნების“ დამხობა.

„ნათლად გამახსენდა ახლა 91 წელი, სიგუა და კიტოვანი, ზუსტად ერთი და იგივე, როდის შეხვდნენ ამ ხალხს ბოლოს ან საიდან მოიტანეს. სიგუას და კიტოვანის ნარატივით უნდათ "ქართული ოცნების" დამხობა“,- თქვა ლაგვილავამ.

დღეს ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე სხვადასხვა საკითხი ოპოზიციური დეპუტატების გარეშე განიხილეს.

ამავე თემაზე:


ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოში 

ზუგდიდის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად ორმა დეპუტატმა დატოვა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2024
საქართველოს პრემიერ - მინისტრის განცხადებით, საპატრიარქოს საგანმანათლებლო პროექტების დაფინანსება 5 მილიონი ლარით გაიზარდა, რაც ჯამში 60 მილიონ ლარს გულისხმობს.
19 / მარტი 2024
რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის „სოციალური ნაკადის“ მიწოდება დასრულდა, ამის შესახებ კომპანია ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენელმა ალხას გაგულიამ განუცხადა ადგილობრივ მედიას. 
18 / მარტი 2024
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება ყოვლად უკანონო და მიუღებელია.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 12 °C
img
სოხუმი 13 °C
img
ფოთი 11 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.