არჩევნები 2019
მერის არჩევნები - განახლებადი - 03:14
არჩევნების მიმდინარეობა განახლებად რეჟიმში - გაიგეთ მეტი: www.radioatinati.ge

03:14 - არჩევნებზე ზუგდიდელების ნახევარზე ნაკლები მივიდა

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებზე საკუთარი პოზიცია ამომრჩევლების ნახევარზე ნაკლებმა დააფიქსირა. 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, მონაწილე ამომრჩეველთა რაოდეობამ 56 642 შეადგინა, რაც 46, 88%-ია.

„რაც შეეხება საჩივრებ, რომლებიც ეხება მცირე პროცედურულ გადაცდომებს, დაწერილია ასეთი 100 საჩივარი და მათ კანონით დადგენილ ვადებში განიხილავენ“, - აღნიშნა მესხმა.

02:50 -107-ვე უბნის მონაცემებით, ზუგდიდის მერი გეგა შენგელია გახდა


ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე გეგა შენგელიამ გაიმარჯვა. ამავე ინფორმაციით, დათვლილია 107-ვე უბანი. "ქართული ოცნების" კანდიდატმა ხმების 54, 18% (30 470 ხმა) მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს სანდრა რულოვსს 42, 84%-მა (24 095 ხმა) გამოუცხადა ნდობა.

02:16
- ზუგდიდის უბნების უმრავლესობა დათვლილია

ცესკოს მონაცემებით, ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ქართული ოცნების“ კანდიდატი გეგა შენგელია პირველივე ტურში იმარჯვებს. ამავე ცნობით, ხმების 54,23% გეგა შენგელიამ მიიღო, ხოლო გაერთიანებული ოპოზციის კანდიდატს სანდრა რულოვს 42,93%-მა დაუჭირა მხარი. დანარჩენმა კანდიდატებმა 1%-საც ვერ მიაღწიეს.

01:32 - ზუგდიდის 50 უბნების მონაცემებით გიორგი შენგელია იმარჯვებს


#67 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში 50 უბნიდან უკვე შემივიდა. წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი შენგელია 3 464-მდე ხმით ლიდერობს. საოლქოში დათვლილი უბნებიდან მონაცემები საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს ამ დრომდე შემოაქვთ. ზუგდიდში სულ 107 უბანი იყო.

01:10 - სანდრა რულოვსი: არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ

გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის თქმით, ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და საკუთარი ხმების დაცვას აპირებენ. ამის შესახებ მან საარჩევნო შტაბთან შეკრებილ ჟურნალისტებსა და მხარდამჭერებს მიმართ. მისივე თქმით, ეს იყო არა არჩევნები, არამედ ხმების მიტაცება. ვრცლად

00:14
- ზუგდიდში "ქართული ოცნება" გამარჯვებას წინასწარ ზეიმობს

"ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბში საკუთარი კანდიდატის გამარჯვებას წინასწარ ზემობენ. აქ მმართველი პარტიის ასობით მხარდამჭერია შეგროვილი და ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავენ. მათი თქმთ, გეგა შენგელია დამაჯერებლად იმარჯვებს. ისინი ჰაერში ფოიერვერკებს უშვებენ.



23:57 - არჩილ თალაკვაძე: განუმხურის ორივე უბანზე გიორგი შენგელიამ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, რომელიც ხმების დათვლის პროცესს განმუხურის #38 უბანზე აკვირდებოდა, პროცესის დასრულების შემდეგ მხარადმჭერებს საარჩევნო უბნის გარეთ გამარჯვება მოულოცა. მისი თქმით, განმხურის ორივე უბანზე „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი შენგელიამ დამაჯერებლი გამარჯვება მოიპოვა.

23:40 - ზუგდიდის 10 უბნის მონაცემებით გეგა შენგელია იმარჯვებს

საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილი 10 უბნიდან 195 ხმით "ქართული ოცნების" კანდიდატი გიორგი (გეგა) შენგელია იმარჯვებს.

ხმები უბნების მიხედვით ასე გადანაწილდა:

23:17 - ხურჩის უბანი წინასწარი მონაცემებით გეგა შენგელიამ მოიგო

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხურჩის #52-ე უბნის შედეგები დაითვალეს. წინასწარი მონაცემებით ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი - გიორგი შენგელია - 80 ხმა, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი - სანდრა რულოვსი - 43.

22:50 - ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანთან სამართალდამცავები იმყოფებიან

ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანში პოლიცია მობილიზებულია. როგორც ადგილზე ჟურნალისტებს, ენმ-ს წევრმა მურთაზ ზოდელავამ განუმარტა, უბანზე კომისიის უმრავლესობას, გადასატან ყუთში მოთავსებული ბიულეტინების დათვლა საოლქოში სურს. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე დავისას მათი წარმომადგენელი გამოაძევეს.

21:50 - ზუგდიდის საოლქოსთან პოლიციაა მობილიზებული

ზუგდიდის საოლქო კომისიის სიახლოვეს, ავტოსაგომის ტერიტორიაზე პოლიციელები არიან მობილიზებულები. მას შემდეგ, რაც ისინი ჟურნალისტებმა შენიშნეს, სადგომის სიღრმისკენ გადაინაცვლეს. ამ წუთებში ზუგდიდი 107-ვე უბანზე ხმის დათვლის პროცედურები მიმდინარეობს.
21:24 - განმუხურის #38 უბანზე დამკირვებლებს არ უშვებდნენ
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი და მედიის წარმოადგენელი განმუხურის #38 საარჩევნო უბანზე შესვლას ითხოვდა. მათი თქმით, შენობაში იმყოფება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე. დამკვირვებლების მტკიცებით, მათ აქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს ადამიანის უფლებების დარღვევას და არჩევნების გაყალბების ფაქტებს. საბოლოოდ დამკვირვებლებმა და მედიის წარმომადგენლებმა უბანზე შესვლა მას შემდეგ მოახერხეს, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ჩამოვიდა.

20:56 - #9 საარჩევნო უბანზე ერთ- ერთი დამკვირვებელი შეუძლოდ გახდა
#9 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა უბნის დახურვის შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ელგუჯა შამათავა ჰოსპიტალში გადაიყვანა.

20:45- თინა ბოკუჩავა საარჩვენო უბნიდან პოლიციელებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი თინა ბოკუჩავა #9 უბნიდან სამართლადმცავებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. ამის შესახებ მან ჟუნალისტებს თავად უთხრა. მისი თქმით, მას პირადობის მოწმობის ნაცვლად მართვის მოწმობა ჰქონდა, რის გამოც უბნის დატოვება მოსთხოვეს. ბოკუჩავა ამბობს, რომ მისი უბნიდან გაძევება უკანონოდ მოხდა.


18:43 - ზუგდიდის #5-ე უბნიდან პოლიციის სამმართველოში 2 პირი გადაიყვანეს
#5-ე სარჩევნო უბნის ეზოში მყოფი გაურკვეველი სტატუსის მქონე ადამიანები სამართალდამცავებმა გამოკითხვის მიზნით სამმართველოში გადაიყვანეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ჟურნალისტები დაინტერესდნენ თუ რატომ იმყოფებოდნენ ისინი უბაზე. პოლიციელების ცნობით, რეაგირება რუსთავი 2-ს ჟურნალისტის მიმართვის შემდეგ მოახდინეს. სავარაუდო, დაკავებულებს მალე გამოუშვებენ.

18:41 - გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს
ონლაინ გამოცემა Presa.ge-ის დამფუძნებელი და რედაქტორი გიორგი კაპანაძე გაათავისუფლეს. მან ფოთის პოლიციის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. „ჩვენ ვასრულებდით ჩვენს ჟურნალისტურ მოვალეობას. მოვიდა, დაახლოებით, 15 პოლიციელი. წრე გააკეთეს და გვითხრეს, რომ ვითომ, მათ მე ფიზიკური შეურაცხყოფა მივაყენე, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე, არ დავემორჩილე. გახარიას უნდოდა, რომ გავენეიტრალებინე“, აღნიშნა კაპანაძემ.  ვრცლად

18:12 - 87 წლის ამომრჩეველმა გადასატან ყუთზე უარი თქვა და უბანზე თავად მივიდა (ვიდეო)
ზუგდიდის #5-ე უბანზე 87 წლის ნათელა თოდუამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. მისი თქმით, მან გადასატანი ყუთის მომსახურებაზე უარი თქვა, რადგან მას არჩევნებზე საკუთარი ფეხით სურდა მოსვლა. "69 წელია არ გამიცდენია არცერთი არჩევნები. თქვენც იარეთ ფეხით და იქნებით ჯანმრთელები. იშრომეთ და დარგეთ ბევრი ხე", - უთხრა ჟურნალისტებს მან.

17:52 - ნაკურთხი უბნებიდან დამკვირვებლები გააძევეს
ზუგდიდში, 5-ე უბნიდან, რომელიც სამართალდამცავებმა რამდენიმე წუთის წინ აკურთეს, „ქართული ოცნებისა“ და „გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები გააძევეს. მაია კალანდიას მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავმჯდომარემ მას შემდეგ მიიღო, რაც მან სასულიერო პირების, არაუფლებამოსილი ადამიანების საარჩევნო უბანზე ყოფნა გააპროტესტა.

17:25 - ზუგდიდში საარჩევნო უბნების კურთხევა მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში, სასულიოერო პირებმა მეექსვე სკოლაში განთავსებული მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს. მოძღვრების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ შეინიშნება გარკვეული სახის დაძაბულობა, გადაწყვიტეს, რომ უბნები ეკურთხებინათ.

17:13 - ოპოზიცია კაპანაძის დაკავებას გატაცებად აფასებს
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთი სამხარეო პოლიციის შენობასთან იმყოფებიან, გიორგი კაპანაძის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ. მათი შესაფებით, კაპანაძის დაკავება ადამიანის გატაცებას უფრო ჰგავს.

16:53 - გრიგოლ ვაშაძე: ოთხი ნაბიჯი რჩება გამარჯვებამდე
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ზუგდიდელები აქტიურად გამოხატავენ საკუთარ არჩევანს, რისთვისაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა. ვრცლად

16:04 - ზუგდიდში PRESA.GE-ის რედაქტორი დააკავეს
სამართალდამცველებმა ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე PRESA.GE-ის რედაქტორი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი კაპანაძე წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითა დაკავებული.

16:02 - "ქართული ოცნება" ზუგდიდში ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

"ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ ისინი პირველ ტურშივე იმარჯვებენ და ზუგდიდის მერი გეგა შენგელია გახდება, თუმცა მხარდამჭერებს უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ.

15:52 - ზუგდიდის საოლქო: 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში 39 678-მა მოქალაქე მივიდა

ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ინფორმაციით, 15:00–ის მონაცემებით, საკუთარი ნება 39 678-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც ამომრჩევლის საერთო რაოდენობის 32,84%-ს შეადგენს.

15:40 - ლევან ბეჟაშვილი ფარულ ჩანაწერზე: ნებისმიერ განცხადება დესტაბილიზაციაზე უნდა დავგმოთ
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი “ქართული ოცნების” მიერ გავრცელებულ ჩანაწერს გამოეხმაურა, რომელშიც გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ზუგდიდში დესტაბილიზაციაზე საუბრობენ.

14:53 - ზუგდიდის პოლიციაში არასრულწლოვანს დაკითხავენ
სამართალდამცავებმა საარჩევნო უბნიდან ზუგდიდის პოლიციაში გამოკითხვაზე არასრულწლოვანი რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს, თუმცა მისი დაკითხვა ამ დრომდე ვერ მოხერხდა, რადგან მასთან კანონიერი წარმომადგენელი არ იმყოფებოდა. მოგვიანებით, პოლიციამ სოციალური მუშაკი გამოძახა, რომელიც პოლიციაში ამ წუთებში შევიდა. უცნობია რა ბრალდებით დააკავეს მოზარდი და რატომ იმყოფებოდა ის საარჩევნო უბანთან.

14:34 - კობა ნაყოფია: ზუგდიდის პოლიციაში დაკითხვაზე ჩვენი მხარადამჭერებიც იმყოფებიან
სამმართველოში საარჩევნო უბნებთან მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით, რამდენიმე პირი იკითხება. ადგილზე იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი კობა ნაყიფია, მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ პოლიციელებმა მათი მხარდამჭერიც უსამართლოდ დააკავეს და დაკითხვაზე იმყოფება. წაიკითხეთ მეტი

13:43 - კოკში ერთი პირის დაკავებამდე უბნიდან სამი დამკვირვებელი გააძევეს
კოკში, 97-ე უბნიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარემ სამი დამკვირვებელი გააძევა. ელა ქირიას ინფორმაციით, უბნიდან გაძევებულები არიან „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები. გადაწყვეტილება, თავმჯდომარის მტკიცებით, მას შემდეგ მიიღო, რაც დამკვირვებლებმა უბნის დატოვებაზე უარი თქვეს. „ხმაური და არეულობა იყო, შეფერხდა ხმის მიცემის პროცესი. სამი დამკვირვებელი არ მემორჩილებოდა და ამიტომ დამჭირდა პოლიციის გამოძახება“, - აღნიშნა ქირიამ.

13:18 - ზუგდიდის 21-ე უბანთან ანა წითლიძე და „ოცნების“ კოორდინატორი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ზუგდიდში, 21-ე საუბნო საარჩევნო კომისიასთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და გაერთიანებული ოპოზიციის წევრი ანა წითლიძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც წითლიძემ საარჩევნო უბანთან რამდენიმე პირს საარჩევნო სიების ქსეროასლი დააფიქსირა. მან ამ დარღვევებზე პასუხის გაცემა სთხოვა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, რის შემდეგაც კოორდინატორმა მას ხელი ჰკრა.სამართალდამცველებმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

13:01 - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადება
საარჩევნო უბნებზე დღეს პროვოკაციები აიხსნება იმით, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ზუსტად იცის, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და როგორც ჩანს, ერთადერთი, რისთვისაც ემზადება არეულობა და დესტაბილიზაციაა. ამის შესახებ განცხადება უმრავლესობის პარლამენტის წევრმა არჩილ თალაკვაზებ "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გააკეთა.

12:48 - კახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალბატონი ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
ზუგდიდის სოფელ კახათში მცხოვრები ერთ-ერთი ქალი, "რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
როგორც ის აცხადებს, საარჩევნო უბანთან იმყოფებოდა, როდესაც ნიკა გვარამიამ ხელიდან პარკი გამოგლიჯა, სადაც პირადი ნივთები ჰქონდა, ასევე წაართვა საარჩევნო აკრედიტაცია.ინციდენტში სოფლის სხვა მცხოვრებლებიც ჩაერთნენ, გვარამია ადგილზე დაცვის ათამდე თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე სიტუაცია დაიძაბა, რის გამოც პოლიციის დამატებითი ძალების მობილიზება გახდა საჭირო. ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს ნიკა გვარამია და აცხადებს, რომ ქალბატონს ხელიდან გამოგლიჯა აკრედიტაცია. ვრცლად


12:31 - ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს
ენგურის ხიდზე აფხაზეთის ოკუპირებული სოფლებიდან მოსახლეობა არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად შეუფერხებლად და აქტიურად გადმოდის. აფხაზეთში მცხოვრებლების ნაწილი, რომელმაც უკვე გააკეთა საკუთაში არჩევანი და სახლში ბრუნდება, ამბობს, რომ საქრათველოს მომავალს მისცა ხმა. "გუშინ გადმოვედი, რომ არჩევნებში მიმეღო მონაწიეიბა. ახლა ვბრუნდები სახლში. ხმა მივეცი საქართველოს მომავალს",- ამბობს გაგიდის მკვიდრი.
11:59 - ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი პარტიის მხარდამჭერების კამათი საარჩევნო უბანთან
#80-ე უბანთან ამომრჩევლები ერთმანეთს სიტყვიერად უპირისპირდებიან და კამათობენ. "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ერთმანეთს პარტიის ლიდერების შეცდომებს ახსენებენ.

11:29 - მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი: დავაფიქსირე ამომრჩევლის მოსყიდვა
მედია ორგანიზაცია "სის როპ" წარმომადგენელი გიორგი რურუას თქმით, მან მეოთხე სკოლასთან, #9-ე უბანთან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დააფიქსირა. მისივე თქმით, ამომრცევლის მოსყიდვას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ცდილობდნენ. უბანთან მცირე დაპირისპირებაც მოხდა. რურუა მოწმის სახით პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.



11:29 - კოკში სამართალდამცავებმა საარჩევნო უბანთან ერთი ადამიანი დააკავეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკში, საარჩევნო უბანთან სამართალდამცავებმა ერთი ადამიანი დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ის ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
დაკავებას წინ 97-ე უბანთან ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. სიტუაცია კი მას შემდეგ დაიძაბა, რა გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებსა და საარჩევნო კომისიის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

11:09 - #80-ე უბნიდან აგიტატორი ქალი სამართალდამცავებმა პოლიციაში გადაიყვანეს
გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე #80-ე უბნიდან სამართალდამცავება აგიტატორი ქალი ქალაქის სამმართველოში გადაიყვანეს. პოლიცის შენობაში შესვლისას ნამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის საკუთარ ბლოკნოტში გარკვეული სახის ინფორნაციას იწერდა და რამე უკანონობას არ ჩადიოდა. მას ამ წუთებში პოლიციელები კითხავენ.

10:48 - ცესკო: ზუგდიდში 10:00 საათისთვის საკუთარი ნება 9 734 გამოხატა
ცესკოს მონაცემებით, 10:00 საათვის ზუგდიდში ამომრჩევლის აქტივობამ 8, 1% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ნება 9 734 გამოხატა. ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან სამმა (დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

10:16 - გეგა შენგელია: დარმწუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ ამ ორთაბრძოლაში
“ქართული ოცნების” ზუგდიდის მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ხმა კომბინატში განთავსებულ 28-ე უბანზე მისცა. საარჩევნო უბანზე ის ოჯახთან ერთად მივიდა. გეგა შენგელიას თქმით, ხმა უფრო კეთილმოწყობილ ზუგდიდსა და დაწყებული პროექტების გაგრძელებას მისცა. “აქტივობის შემთხვევაში, ჩვენ დარმწუნებულები ვართ, რომ ორთაბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდება”,-თქვა შენგელიამ.  ვრცლად

09:55 - ჯიხაშკარის საარჩევნო უბანთან მიხეილ სანდრა რულოვსის საწინააღმდეგო პლაკატებია გაკრული
„უღირსი პრეზიდენტი, კავკასიელი ზვიად ჰუსეინი და დიქტატორი, როგორ მოიხსენიებს სააკაშვილი გამსახურდიას, შენს ცოლს უნდა ზუგდიდის მერობა?!“- ამ შინაარსის პლაკატები ჯიხაშკარის #79-ე უბნის შესასვლელ ჭიშკარზე გაკრული. მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსისა და მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატები ჯიშკარზე ამ დრომდე გაკრულია.

09:44 - სანდრა რულოვსი: ხმა მივეცი ზუგდიდელებში ცვლილებებს
გაერთიანებული ოპოზიციიდან ზუგდიდის მერობის კანდიდატმა სადრა რულოვსმა ხმა #82-ე უბანზე მისცა. უბნიდან გამოსვლის შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამარჯვებაში დარწმუნელია. "ხმა მივეცი ნათელ, ევროპულ მომავალს, ცვლილებებს ზუგდიდში. მთელი ქვეყანა გვიყურებს და ახლა ცვლილებების დროა. თითოეულმა ზუგდიდელმა უნდა იგრძოს ეს პასუხისმგებლობა და მეც ვგრძნობ ამ პასუხისმგებლობას",- განაცხადა რულოვსმა. გაიგე მეტი

09:04 - უბანზე, სადაც სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, საჩივარი დაიწერა

#82-ე საარჩევნო უბანზე, სადაც სანდრა რულოვსი ხმას აძლევს, დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. საუბარია იმაზე, რომ გადასატან და უბანზე განთავსებულ ყუთებში მოთავსებული საკონტროლო ფურცელი არ არის იდენტური. ორგანიზაცია "ქართული ორდენის" ბესიკ ექსეულიძის ინფორმაციით, ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ გადასატანი ყუთი იყოს ბათილი. "როცა დასრულდება საარჩევნო პროცესი და აღმოჩნდება, რომ არ არის იდენტური, უნდა გავათილდეს უბანი",- თქვა ექსეულიძემ.
უბნის თავმჯდომრე მამუკა კუტალია კი ამტკიცებს, რომ ეს კანონდარღვევა არ არის.

08:55 - ჯიხაშკარში, საარჩევნო უბანთან მოქალაქე სიებით ხელში გადაადგილდება, სადაც პირადი ნომრები წერია

უგდიდის სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანთან ერთ-ერთ ადგილობრივს ხელში სიები უჭირავს, რომელშიც ამომრჩევლის პირადი ნომრები წერია. მისი თქმით, ის თავისთვის ინიშნავს ინფორმაციას და ითვლის თუ რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე. "წადით აქედან, მე თქვენ არაფერს გაჩვენებთ, რა საქმე გაქვთ, რა თქვენი საქმეა რა მიჭირავს ხელში. არის სიები და ტელეფონის ნომრები", - უთხრა მან ჟურნალისტებს.პირი რომელიც ჯიხაშკარის #79-ე და 108-ე უბნებს შორის გადაადგილდებოდა, ტერიტორია მას შემდეგ დატოვა, რაც ჟურნალისტებმა ფაქტი დააფიქსირეს.

08:32 - 26–ე უბანზე ხმის მიცემის პროცედურა ხმაურით დაიწყო

ზუგდიდში, კომბინატში განთავსებულ 26-ე უბანზე ხმის მიხემის პროცესი საარჩევნო კომისიის წევრებსა და გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებს შორის კამათით დაიწყო. საქმე ეხება ლაივ კამერის განთავსებას. დამკვირვებლები ითხოვდნენ კომისიის თავმჯდომარეს ბადრი ჯიმშელიას წარედგინა მათთვის მუხლი, რომლის თანახმადაც გადაღება მხოლოდ ერთი პოზიციიდან იყო შესაძლებელი. ჯიმშელიამ მან განუმარტა, რომ კამერა მის მიერ გამოყოფილ ადგილას უნდა დაედგათ, თუმცა, საბოლოოდ, მას შემდეგ, რაც დამკვირვებლებმა გააპროსტესტეს, რომ მითითებული ადგილიდან საარჩევნო პროცესი არ ჩანდა, მათ კამერის მათთვის სასურველ ადგილას დადგმის შესაძლებლობა მიეცათ. აღნიშნული ინცინდენტის გამო, პირველმა ამომრჩეველმა ხმა რამდენიმე წუთის დაგვიანებით მისცა.

08:19 - ზუგდიდის საოლქო: ყველა უბანი 7 საათზე გაიხსნა
#67 ზუგდიდის საოლქო კომისიის ინფორმაციით, 107-ვე საარჩევნო უბანი დროულად, ზუსტად 7:00 საათზე გაიხსნა. რაც შეეხება ამომრჩევლის მიღებას, რომლისთვისაც უბანი 8 საათზე მზად უნდა იყოს, კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის ამბობს, რომ 7 უბანი ამომრჩევლის მისაღებად ცხრის წუთებზე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ პირველი ამომრჩევლის მიღება მცირე დროით დაგვიანდა.

08:19 ზუგდიდში დღეს ახალ მერს ირჩევენ
ზუგდიდში დღეს, 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები ტარდება. სულ რეგისტრირებული 120 837 ადამიანი საკუთარ არჩევანს 13, მათ შორის, ორ დამოუკიდებელ და 11 პარტიულ კანდიდატს შორის გააკეთებს. ქალაქსა და სოფლებში გახსნილ 107 უბანზე მისულ ამომრჩეველს ბიულეტენზე 16 კანდიდატი დახვდება, თუმცა მათგან 3-მმა (დავით თორდიამ, დათა გაბეჩავამ და გოგიტა ბიგვავამ) კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
ზუგდიდის საოლქო: 15:00 საათის მონაცემებით არჩევნებში 39 678-მა მოქალაქე მივიდა
Print Email
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა!
დღის სიახლეები
19 / სექტემბერი 2019
{{ARTICLEIMAGE}}ფერეიდნელი ქართველები ზუგდიდს ესტუმრნენ. მათ სამშობლოში ჩამოსასვლელად ფეხით 1400 კილომეტრი გამოიარეს და საქართველოს სხვადასხვა ქალაქები მოინახულეს.
19 / სექტემბერი 2019
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნები“ ზუგდიდში, დემოკრატიული ჩართულობის ქსელში მოქალაქეებს პროპორციული საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო რეფორმის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
19 / სექტემბერი 2019
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს,
საზოგადოება
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. კერძოდ, რესპონდენტთა 60 %-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს,
NDI-ის მიერ 13-და 29 ივლისის ჩათვლით ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 61% დაუსაქმებელია.
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო 2019 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევის პირველ შედეგებს მედიას 17 სექტემბერს წარუდგენს.
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 29 °C
img
სოხუმი 26 °C
img
ფოთი 26 °C
img
მესტია 16 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of Open Society Georgia Foundation. Therefore, the Open Society Georgia Foundation is not responsible for the content of the information material.