სპორტი
"ზუგდიდი'' - "კოლხეთის" საფეხბურთო მატჩი გადაიდო
საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ზუგდიდისა“ და ხობის „კოლხეთს“ შორის დღეს დაგეგმილი ამხანაგური მატჩი უამინდობის გამო გადაიდო. „ზუგდიდის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, თოვლის გამო, „ბაიას“ ბაზაზე თამაში შეუძლებელი გახდა.

„კლუბ „ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, იმ ფეხბურთელთა შემადგენლობას დაასახელებდა, რომლებსაც თურქულ შეკრებაზე წაიყვანდა. მიუხედავად არჩატარებული ტესტ-მატჩისა, ბაკალოვი 25 კაციან გაფართოებულ შემადგენლობას, უახლოეს დღეებში დაასახელებს და აქედან, ძირითად ბირთვიც გამოიყოფა’’, - აცხადებენ კლუბში.

ზუგდიდელები თურქეთში შეკრებაზე 30 იანვარს მიემგზავრებიან. კლუბი მეზობელ ქვეყანაში ორი კვირიან მომზადებას გაივლის.


Print