სპორტი
რიოს ოლიმპიური თამაშები დასრულდა
რიოს ოლიმპიური თამაშები ცერემონიით დასრულდა. მრავალფეროვანი ღონისძიება, რომელიც კარნავალის თემატიკით იყო მომზადებული, მარაკანას სტადიონზე სამ საათს გაგრძელდა.

თამაშები ბრაზილიაში 16 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა 206 ქვეყნიდან, 11, 303-მა სპორტსმენმა მიიღო.

ოლიმპიური ცეცხლი ტოკიოს ოფიციალურად გადაეცა, რადგან 2020 წელს სპორტულ მოვლენას იაპონია უმასპინძლებს.

ოლიმპიადაში საქართველოც მონაწილეობდა. ჯამში ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურმა დელეგაციამ 7 მედალი მოიპოვა - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
Print